სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა

წყალტუბოში სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა წლის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა.
 გამოფენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამხატვრო სკოლის დირექტორმა, მხატვარმა ავთანდილ ჯიბუტმა მოსწავლეთა ნამუშევრები წარადგინა და კურსდამთავრებულები მათივე შემოქმედებით გააცნო დამთვალიერებელს.
წელს 9 ახალგაზრდამ დაასრულა წყალტუბოს სამხატვრო სკოლა.
 გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სკოლის გალერეაში შემაჯამებელი ნამუშევრების გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება.