წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ პირველი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, წყალტუბოს მუნიციპალტეტის „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ პერსონალური შემადგენლობა დამტკიცდა.
დღის წესრიგის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალტეტის „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება და ბიუჯეტი გააცნო დამსწრე საზოგადოებას საბჭოს თავმჯდომარემ, სერგო კირკიტაძემ.
ასევე, საბჭომ იმსჯელა 2025 წლის სამუშაო გეგმის საკითხზე.