მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ წარადგინა.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები. ასევე, განათლება, კულტურა და სპორტი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსაგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელი პირები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.