საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

 

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდნენ.

 

სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 1 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

 

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.