„იმერული ღვინის ასოციაციის“ ორგანიზებით, 2025 წლის 10-12 ოქტომბერს, უკვე მესამედ, იმერეთში, ტარდება იმერული ღვინის კონკურსი

ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა”  და „იმერული ღვინის ასოციაციის“ ორგანიზებით, 2025 წლის 10-12 ოქტომბერს, უკვე მესამედ, იმერეთში, ტარდება იმერული ღვინის კონკურსი.

კონკურსის მიზანია იმერული ღვინის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, კონკურსში მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

https://www.facebook.com/DMOImereti