კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიამ განიხილა ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენას’’ და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ამავე კომისიის 2025 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.
სხდომას ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მმართველი ირაკლი კუჭავა ესწრებოდა.