- 2025-09-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 9 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში , რუსთაველის ქუჩა #25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობის (საკ.კოდი#29.08.34.014) პირველ სართულზე განთავსებული 8.0 კვ.მ. ფართის ერთი ოთახი) სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტისათვის არსებობის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემის საკითხზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა სს,,სილქნეტი’’-სათვის საკომუნიკაციო ქსელის მოსაწყობად (საჰაერო ტრასით კაბელის გატარება) 5(ხუთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, ქონების გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“, ა(ა)იპ წყალტუბო არენას“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2025 წლის I – II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.