- 2025-07-28
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს დიპლომები გადასცა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული ბანაკი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მოეწყო.
ბანაკის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარჩინებული მოსწავლეები იყვნენ. ბანაკის დღის წესრიგი მოიცავდა ინტელექტუალური თამაშების, სპორტული აქტივობების, ახალგაზრდული პროექტების, ტრენინგების და გასართობი თამაშების მოწყობას.
ბანაკი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით შეიქმნა და წელს უკვე მეორედ მოეწყო.