- 2025-09-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოში ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
15 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი დაირეკა.
წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
გამართულ ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გია კვასტიანი ესწრებოდნენ. მათ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მიმდინარე წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებში 500-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო სასწავლო წიგნებითა და ნოუთბუქებით. სოციალურად დაუცველ პირველკლასელთა ოჯახებს კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცათ.
ახალი სასწავლო წელი არის ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და წარმატებების დასაწყისი. ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და პედაგოგებს მუდმივად ჰქონდეთ შემეცნების, სწავლის, განვითარების სურვილი, რადგან მხოლოდ განათლებული და გონიერი თაობა არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი.