- 2025-10-10
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს „საქართველო რეგიონული განვითარების სამინისტროსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ’’ გაფორმებული ხელშეკრულების დამტკიცების საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.