„შემოდგომის წყალტუბო – 2025“

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო – 2025“ გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
მოეწყო საგანგებო სიტუაციების მართვისა და თავდაცვის ძალების საჩვენებელი სივრცეები, ასევე საშემოდგომო და სამეწარმეო გამოფენები და ახალგაზრდული სივრცე.
გაიმართა „ყვავილების ფერხული“, საჯარო სკოლებმა გააცოცხლეს ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების პერსონაჟები, ხოლო მცირე სცენაზე ჩატარდა საბავშვო კონცერტი.