2025 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 55 პროექტი ხორციელდება

2025 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 55 პროექტი ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, პირველ მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან ერთად, გაეცნო სოფელ პატრიკეთში სკვერის მოწყობის, გეგუთსა და მუხიანში გარე განათების ქსელის მოწესრიგების, ხოლო სოფელ მაღლაკში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მერის თქმით, პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 704 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარი გამოიყო.
პროექტები მოიცავს გზების რეაბილიტაციას, სანიაღვრე არხების მოწყობას, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლებას.
ამ ეტაპზე დასრულებულია 45 პროექტი, ხოლო 10 ლოკაციაზე სამუშაოები გრძელდება.