- 2025-10-24
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ „ივერიაში“ სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომის წყალტუბოს“ დასკვნითი ღონისძიება – ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული კონცერტი ჩატარდა.
კონცერტში ადგილობრივი ქორეოგრაფიული სტუდიები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. „“ფესვების“, „ჯვაროსნების“, „იალონის”, “ქორეოგენის“ და “არტ ასეულის“ მოცეკვავეებმა სულ 16 ნომერი წარმოადგინეს.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა სტუდიების ქორეოგრაფებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცა.