- 2025-11-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულბისა და ა(ა)პების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 13 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ასევე, განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის N 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომაზე განიხილეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-ს, ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს, ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-სა და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-ს 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის საკითხები.
თანხმობა მიეცა მერს 71 (სამოცდათერთმეტი) ერთეული პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერის, ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში (ვარციხეჰესის დასახლება) მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკ.კოდი N29.14.33.145 სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
საკრებულომ ასევე იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ .
სხდომაზე დადებითად შეფასდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობა.
