- 2025-11-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილმა ქალაქის გამწვანებით სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.
წყალტუბოში მწვანე საფარის განახლება აქტიურად მიმდინარეობს, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ხეივნებს მარადმწვანე ვერცხლისფერი კვიპაროსის ნერგები შეემატა. როგორც თეიმურაზ ჭეიშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის საკრებულო მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქალაქის გამწვანებას ემსახურება.
საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, გამწვანების აქციაში, თავმჯდომარის მოადგილე კობა გურეშიძე, მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს წევრები და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.