წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს.
მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსმა მაია ფანჩულიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ მიმდინარე საკითხები განიხილა.
მერის წარმომადგენლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წყალტუბოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წამყვანი
სპეციალისტი რეზო ჭოლოკავა, რომელმაც მერის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.