- 2025-12-16
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, პირველ მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან ერთად, საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ამ ეტაპზე ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გეგუთის N2, გვიშტიბის, ბანოჯის, სორმონის, ასევე სსიპ ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლასთან არსებულ მეორე უბნის დაწყებით სკოლებში.
„სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სკოლებში იცვლება სახურავები, რეაბილიტირდება ფასადები, წესრიგდება დერეფნები და საგაკვეთილო სივრცეები, მიმდინარეობს გათბობის სისტემების განახლება. მიმდინარე წელს ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში 10 საჯარო სკოლაში ჩატარდება, ამ მიმართულებით მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი“, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 39 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს.