შეხვედრა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნიკა მჟავია, მუხიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ჭეიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი გელა თათარაშვილი და მერის წარმომადგენელი გრიგოლ ბერძენაძე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ.
განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში I ქუჩის სახელდების საკითხი. კერძოდ, ადგილობრივების ინიციატივაა, აღნიშნულ ქუჩას პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძის სახელი მიენიჭოს, რომელიც 1924 წელს საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს.
 აღნიშნულის თაობაზე მომზადდება სამართლებრივი აქტის პროექტი და შესაბამის კომისიას გადაეგზავნება.