საკრებულოში რიგითი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგითი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)პების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 22 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და ასევე, საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ იმსჯელეს.
ცვლილება შევიდა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის №119 განკარგულებაში.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხი.
ცვლილებები შევიდა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #52 დადგენილებასა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის #28 დადგენილებაში.
თანხმობა მიეცა მერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის – ,,სათნოების სახლი’’-ს, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’, ,,წყალტუბო არენა’’-ს, ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის’’, ,,ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის’’, ,,სპორტული კლუბების გაერთიანების’’, ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების’’, ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის’’, ,,კულტურის ცენტრის’’, ,,გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’, ,,დასუფთავების ცენტრის’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხზე.
დეპუტატებმა ასევე, ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ იმსჯელეს.
თანხმობა მიეცა მერს ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული კაფე -ბარის 08(1), 10 წლის ვადით, იჯარის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემის საკითხზე.
სხდომაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
დადებითად შეფასდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი’’-ს მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.