- 2025-12-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან, მერის მოადგილე გია კვასტიანთან და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ შალვა კილაძესთან ერთად ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
როგორც ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საახალწლო ნობათი 240 სოციალურად დაუცველ პირს გადაეცა.
ბენეფიციარებმა ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღეს.