- 2026-01-15
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გენადი ბალანჩივაძესთან და პირველ მოადგილე გრიგოლ ყურაშვილთან ერთად, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი შენობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. გამოიცვალა სახურავი, განახლდება ფასადი, მოეწყობა გათბობის სისტემა. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 780 ათასი ლარია გამოყოფილი.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბოში კიდევ ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები თანამედროვე და კომფორტულ გარემოში შეძლებენ სწავლასა და შემოქმედებით განვითარებას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სამუსიკო სკოლის შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს, აქ განთავსდება სამხატვრო სკოლა, ბიბლიოთეკა, შეიქმნება კულტურის ცენტრი, სადაც ახალგაზრდები ინტერესების შესაბამისად მიიღებენ განათლებას.
სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.