- 2026-01-26
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 იწყება. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით მოქალაქეებს საპროექტო წინადადებები შეუძლიათ წარმოადგინონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებში, 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე. მოქალაქეებს საპროექტო წინადადებების გამოაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულად: infratskaltubo@gmail.com. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, მოწვეული იქნება დასახლების საერთო კრებები, ხოლო დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 500- ზე მეტ ამომრჩეველს, გაიმართება კონსულტაციები.