- 2026-01-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ იმსჯელეს.
ასევე, დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი განიხილეს.