- 2026-01-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2025 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობა შეაჯამეს.
დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ მოძრავი ქონების – ქუჩის მრგვალი ქვის 10 საყვავილეს და 45 (ორმოცდახუთი) ცალი ხის ძელსკამის საკუთრებაში გადაცემის საკითხები განიხილეს.
ასევე, კომისიამ ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა, ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში განთავსებული 81.4 კვ.მ. ფართის-7(შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ- სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსათვის, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის განთავსების მიზნით, გადაცემის შესახებ და ამავე სააგენტოსათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების (ინვენტარი) პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №27-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 13.25კვ.მ. ფართის ინდ. მეწარმე ,,მურთაზ კანკაძისათვის’’ადგილობრივი ბეჭდვითი გაზეთის ფუნქციონირების მიზნით, საოფისე ფართისათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით 2(ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხი განიხილეს.