- 2026-02-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.
დასახლების საერთო კრება, ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება და მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებს აირჩევს.
საერთო კრებები და კონსულტაციები 2026 წლის 17 თებერვლიდან – 19თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.