- 2026-02-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური პაციენტების როგორც კვლევების, ასევე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.
ფინანსდება: იოდოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, ფინანსდება წელიწადში ერთხელ, პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარისა.
სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამაში, სოციალურად დაუცველი პირებისათვის (სარეიტინგო ქულა 0-დან 120000-ის ჩათვლით) გათვალისწინებულია თანადაფინანსება პაციენტის გადასახდელი წილის 70/%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დაფინანსება განისაზღვრა 100%-ით არაუმეტეს 1500 ლარისა.
ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების მკურნალობა-ოპერაციების, სამედიცინო კვლევების, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიის და სხვა პროცედურების თანადაფინანსებისთვის წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ.
ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებისთვის 2026 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გამოყოფილია 1 116 677 ლარი.