ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი წმინდანის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა

✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და მერის მოადგილე გია კვასტიანი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლეების მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
✅ლიტერატურული კომპოზიცია „მსახური ღვთისა და კაცისა“ ქართველი წმინდანის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა, 7 თებერვალს წმინდანის ხსენების დღე აღინიშნება.
✅მოსწავლეებმა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლი, ღვთისა და ერის წინაშე, გაიხსენეს, შესრულდა საგუნდო საგალობლებიც. ღონისძიებას დაესწრო ქუთათელ- გაენათელი მიტროპოლიტი, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მმართველი დირექტორი მეუფე იოანე გამრეკელი.
✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა სკოლა გიმნაზიის მმართველ დირექტორს, მეუფე იოანეს, მმართველი დირექტორის მოადგილეს – მაია ონიანს და აღნიშნა, რომ სკოლა-გიმნაზია იმ ისტორიას აგრძელებს, რომელსაც სათავე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა დაუდო.
✅შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ: “წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის გზა არის ის გზა, რომლითაც უნდა იაროს საქართველომ. ეს არის გზა განათლების, რჯულის, ენისა და სიწმინდის დაცვისა“.
✅ღონისძიების დასასრულს, ამავე სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის, გაბრიელ ჩხიკვაძის მიერ დაწერილი, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ხატი გადასცეს მეუფე იოანეს.
✅ღონისძიება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.