წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქალაქის ცენტრალურ პარკსა და რეკრეაციულ ზონებში საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების, ტერიტორიის მოწესრიგებისა და გამწვანების საკითხები. საუბარი შეეხო მწვანე ნარგავების განახლებასა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, საფეხმავლო ბილიკების მოწესრიგებას, განათების სისტემების შემოწმებასა და აღდგენას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას, დასასვენებელი და გასართობი სივრცეების სრულფასოვან მომზადებასა და ტურისტული სეზონისთვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნას.
მერის განცხადებით, თვითმმართველობის პრიორიტეტად რჩება ქალაქის განვითარება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი განახლება.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე და მოადგილეები: ნესტორ აფხაძე და სერგო კირკიტაძე ესწრებოდნენ.