წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება N მე-2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც სპეციალური პრიზი – ბროლის ბუ გადაეცა. მეორე ადგილზე სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი N მე-3 საჯარო სკოლამ დაიკავა.
წყალტუბოში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ მესამე წელია, ზურაბ მურვანიძის სახელს უკავშირდება და გამარჯვებული გუნდი მისი სახელობის დიპლომით და პრიზით ჯილდოვდება.
პირველ ადგილას გასულ გუნდს მთავარი პრიზი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანმა და ზურაბ მურვანიძის მეუღლემ, თეა ჭუმბურიძემ გადასცეს.
თამაშის დაწყებამდე, მონაწილე გუნდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა წყალტუბოს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა, თამაშს კი ინტელექტუალური კლუბის წევრი გიორგი ქორიძე უძღვებოდა.