წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მოადგილემ გია კვასტიანმა, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და მოადგილემ გია კვასტიანმა, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
✅შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს წარუდგინეს.
✅ახალგაზრდული ჰაბის შექმნა, გარემოზე ზრუნვა და წყალტუბოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ახალგაზრდებმა პრიორიტეტად განსაზღვრეს.
✅მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს მხარდაჭერას დაჰპირდა და მათი იდეებისა და პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ახალგაზრდების ინიციატივები მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არა მხოლოდ იდეებს გვიზიარებთ, არამედ კონკრეტულ ხედვას და პასუხისმგებლობას იღებთ მათი განხორციელებისთვის. თვითმმართველობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს თითოეულ რეალურ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტს. მჯერა, რომ თქვენი აქტიურობა წყალტუბოს კიდევ უფრო ახალგაზრდულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მუნიციპალიტეტად აქცევს“- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
✅მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო წევრებს ყოველწლიურად, კონკურსის წესით ირჩევს. წელს საბჭო 33 ახალგაზრდას აერთიანებს.