წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრში“ დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრში“ დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცეს.
„მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული. თქვენი ყოველდღიური შრომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. სწორედ თქვენი ძალისხმევის შედეგად ინარჩუნებს ქალაქი სისუფთავესა და მოწესრიგებულ გარემოს. თქვენი პასუხისმგებლობა, ქალაქის სიყვარული და მუდმივი ზრუნვა სუფთა გარემოს შექმნაზე ნამდვილად დასაფასებელია. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენთვის ღირსეული და შესაბამისი სამუშაო პირობები იყოს შექმნილი,“- აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
მერთან ერთად ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს მერის მოადგილემ გია კვასტიანმა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრის“ დირექტორმა დავით იობიძემ.