- 2026-03-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და საკრებულოს აპარატის უფროსმა გელა თათარაშვილმა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც გაიმართა მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებისა და საკრებულოს აპარატის უფროსების მონაწილეობით.
შეხვედრა პროექტის ,,საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლება რეგლამენტის სამართლებრივი და შინაარსობრივი მოდერნიზაციის გზით’’ -ფარგლებში ჩატარდა, რომლის მხარდამჭერია ა(ა)იპ ,,თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი-სიპისი’’ (CPC), სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო და პარტნიორია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG).
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ინსტიტუციურ გაძლიერებას, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობას.