- 2026-04-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სტრატეგიული დოკუმენტი, იმსჯელეს ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე.
მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ უკვე დასრულდა 5 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. დასრულებულია ასევე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გზების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობის პროექტებზე. საუბარი შეეხო ქვიტირი -კოპიტნარის გზის რეაბილიტაციასაც.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2026 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 5 შეჭირვებული, უსახლკარო ოჯახის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მერის ინიციატივით, სოციალურად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს სააღდგომო ნობათის გარდა, კვების პროდუქტები საახალწლოდაც გადაეცემათ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კულტურული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები.
მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურის ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა. სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი ესწრებოდა.