ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე რევაზ დიდავა უძღვებოდა.

კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  დასუფთავების ცენტრის“ მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული #29.08.32.688 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,  არსებობის ვადით, ა(ა)იპ „წყალტუბო არენა“-სთვის გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე.

ასევე, კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების    აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.

აგრეთვე, კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი # 29.08.34.187)  განთავსებული  კაფე -ბარის 08 (1) პირობით  იჯარის უფლებით,  აუქციონის  წესით გადაცემის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.