- 2026-05-25
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებსა და მერის წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა პროექტების განხორციელება დროულად და ხარისხიანად გაგრძელდეს.
მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა მალხაზ ჩხეიძემ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მიმოიხილა. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები, ხოლო რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების რეაბილიტაცია ხორციელდება სოფელ საყულიასა და ფარცხანაყანევში.
შეხვედრაზე ყურადღება სოციალურ საკითხებსაც დაეთმო. როგორც გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2026 წელს სოფელ საყულიაში, გეგუთში, პატრიკეთსა და ზედა მესხეთში 5 ახალი სახლი აშენდება.
სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი ესწრებოდა.