- 2026-05-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.