კულტურის, განათლების, ტურიზმის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკორდინაციო ცენტრის’’ მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს ამავე კომისიის 2026 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხზე.
სხდომას ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკორდინაციო ცენტრის’’ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ მელაძე ესწრებოდა.