საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი  უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 1 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.