- 2026-07-10
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გუმბრაში რეაბილიტირებული სპორტული მოედანი და სკვერი დაათვალიერა.
თვითმმართველობის პირველი პირები ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, განხორციელებული პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
პროექტის ფარგლებში გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, სკვერში დაიდგა საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საქანელები და მოსასვენებელი სკამები.
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. სოფელ გუმბრაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნისა და ახალი სკვერის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა.
მიმდინარე წელს სკვერები და სპორტული სივრცეები ქალაქის 5 უბანში და მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში უკვე გაკეთდა, სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ“ -აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
სოფელ გუმბრაში სპორტული მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 142230 ლარი, ხოლო სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის – 38800 ლარი დაიხარჯა.