- 2026-07-11
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს და საბჭოს თავმჯდომარედ ზურაბ ჯანელიძე აირჩიეს.
მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ განხორციელებულ
პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების, ასევე, ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მერმა საბჭოს ახალ წევრებს: ზვიად ხოხიაშვილს, მარიამ იოსელიანსა და დავით მიქაბერიძეს წარმატებები უსურვა.
სხდომაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, რიმა მარგიანმა, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წელს წყალტუბოში სპორტის სფეროში ჩატარებულ ღონისძიებებსა და ტურნირებზე.
საბჭოს წევრები გაეცნენ ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებების ამსახველ პრეზენტაციას.
წყალტუბოელი სპორტსმენების წარმატებებსა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საქმიანობაზე ისაუბრა ორგანიზაციის მმართველმა, ირაკლი კუჭავამ.
მრჩეველთა საბჭოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.