- 2026-08-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 8 საკითხი განიხილეს.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი მაკა ჭელიძე ესწრებოდა.
1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N138 (გ-49.492536011) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/და შეძენის დაკითხების შემსწავლელი კომისიის დაბულების დამტკიცების შესახებ.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
5.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.