კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბო  არენა’’-ს  მიერ  2026  წლის  I-II  კვარტალში გაწეული  მუშაობის შესახებ.

სხდომას ა(ა)იპ ,,წყალტუბო  არენა’’-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამირან ვარდანიძე ესწრებოდა.