- 2026-08-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული მე-5 ქუჩის მიმდებარე ჩიხის სახელდების შესახებ.
5. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების შესახებ.’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის № 138(გ-49.4925366011) განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/ და შეძენის საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ.
10. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
11.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ,,Rockefeller Philanthropy Advisors, Inc’’-ს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
12.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ‘’ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის გ-49.49260588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
14. ქალაქ წყალტუბოში, ალ. ყაზბეგის ქუჩა #2ა-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი#29.08.31.119) პირველ სართულზე განთავსებული თავისუფალი 54.7კვ.მ. ფართისა და ცალკე მდგომი ავტოფარეხის -114.7კვ.მ.ფართის ა(ა)იპ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
15. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) მიკროავტობუსის -,,FORD TRANSIT’’-ის, სახელმწიფო ნომრით ZZ 123 BB, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’-ს მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
17. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის № 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
18. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბო არენა’’-ს მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.