- 2026-09-23
- ავტორი tskaltubo
- Category: მერიის ანონსი
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტს დაესწრნენ.
საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის“ სცენაზე, ვიტალი სამხარაძესთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარსდგა ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსი – მარიან პეტრესკუ(ფორტეპიანო). შესრულდა ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები.
ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა