- 2026-09-21
- ავტორი tskaltubo
- Category: მერიის ანონსი
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სახალხო დღესასწაულის „შემდგომის წყალტუბოს“ გამართვის საკითხები განიხილეს. მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მერის წარმომადგენლებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიმდინარე სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ ოქტომბრის ბოლოს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები 17 ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული იქნება.