- 2026-09-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხი განიხილეს.
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ