კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

დეპუტატებმა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი განიხილეს.

1.არასამეწარმეო(არაკომერციოული)იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-ს მიერ  2026 წლის I – II  კვარტალში გაწეული მუშაობის  შესახებ.

2. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლისათვის  შოთა ლომიძის სახელის მინიჭების შესახემ, თანხმობის გაცემის თაობაზე

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.