- 2026-09-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ.
2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ.
4.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
5,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის №36
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
7.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
8. ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა პირველი შესახვევი, №2-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის (საკ.კოდი #29.08.37. 055)პირველ სართულზე განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის 1(ერთი) წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრის ,, ჩვენი სახლი’’-სათვის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრი’’-სათვის ახალი, გამოუყენებელი და ექსპლუატაციაში არმყოფი 1(ერთი) ერთეული ინდუსტრიული სასწორის (Weighing Scale),1 (ერთი) ერთეული პროფესიონალური მაღალი წნევის რეცხვის აპარატის (The professional high-pressure washer) და 1(ერთი) ერთეული ბალახის საჭრელი /შემგროვებელი დანადგარის (The Iawn tractor) საკუთრებაში გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
10.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-ს მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
11.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების’’ მიერ 2026 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
12.სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლისათვის შოთა ლომიძის სახელის მინიჭების შესახებ,თანხმობის გაცემის თაობაზე.
13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.