წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61–ე მუხლის მე–2 ნაწილისადა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“-ს 50–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის IV კვარტლის სამუშაო გეგმა (თან ერთვის). 2. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებმა და მუნიციპალიტეტის მერიამ დადგენილ ვადებში მოამზადონ სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და დროულად დაარეგისტრირონ საკრებულოს აპარატში. 3. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს კობა გურეშიძეს. 4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

ფაილის ტიპი: pdf
კატეგორია საკრებულოს განკარგულებები
ID: გ-49. 492626811