სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
    საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, მერის მოადგილემ გია კვასტიანმა, საქართველოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
    დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა.
დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი მირქმის ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა